ოკუპირებულ აფხაზეთში 120 000 - მდე რუსი ტურისტი ისვენებს. 24 ივნისის მონაცემებს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია აქვეყნებს.
ასოციაცია წერს, რომ ფსოუზე მომხდარ ინციდენტს ტურიზმის სექტორზე ნეგატიური გავლენა არ ექნება.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ივნისის დასაწყისში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ოკუპირებული აფხაზეთი თურქეთის შემდეგ, ყველაზე საინტერესო მიმართულებაა.