ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე კვლავ გრაფიკი ამოქმედდა. Черноморэнерго-ს ინფორმაციით, ელექტროენერგია ყოველდღიურად 4-4 საათით შეიზღუდება.
როგორც Черноморэнерго-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, აფხაზეთს 260 კვტ/სთ ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. თემურ ჯინჯოლიას თქმით, კომპანია Интер РАО-სთან ხელშეკრულება უკვე დაიდო, რომ 1-ელი ნოემბრიდან რუსეთიდან 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღონ(60 მლნ. ნოემბერში და 120 მლნ. დეკემბერში).
თემურ ჯინჯოლიას თქმით, ელექტროენერგიისთვის მოსახლეობა კომერციულ ფასს გადაიხდის.