დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ" კანონი დაამტკიცა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ტელეგრამარხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მრავალფუნქციური კომპლექსების" ცნების საკანონმდებლო განმარტება წინ უსწრებს "რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების" რატიფიცირებას, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
გამოცემის ცნობით, დამტკიცებულ დოკუმენტში მითითებულია:
"მრავალფუნქციური კომპლექსი არასაცხოვრებელი ქონებრივი კომპლექსია, რომელიც ერთი ან მეტი არასაცხოვრებელი შენობისგან შედგება. ისინი სხვადასხვა ფუნქციონალური მიზნებისათვის განკუთვნილი, მხოლოდ არასაცხოვრებელი ფართებისგან შედგება. მრავალფუნქციურ კომპლექსში ოფისების, სავაჭრო, სპორტული, საგამოფენო, საგანმანათლებლო და სხვა არასაცხოვრებელი ფართების განთავსება დაიშვება. მრავალფუნქციური კომპლექსი არ შეიძლება მოიცავდეს აპარტამენტებს ან აპარტოტელებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.