მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში ქართული ოლიგარქიის საფრთხე არსებობს - ე.წ. აფხაზი ოპოზიციონერი

ადგურ არძინბა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც "აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო შეთანხმებას" ეწინააღმდეგებოდა, პროტესტის რეალურ მიზეზს განმარტავს. ადგურ არძინბა რუსულ გამოცემასთან ამბობს, რომ აფხაზეთში ქართული ოლიგარქიის საფრთხე არსებობს.

"ჩვენთვის ცნობილია ქართული ოლიგარქიის აფხაზეთში შემოღწევის საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ბჟანიამ ფარულად ჩამოიყვანა რამდენიმე ქართველი დეპუტატი აფხაზეთში და, ჩვენი ინფორმაციით, ის აქტიურად უკავშირდებოდა რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ბატონ ბჟანიას 1990-იან წლებში, საქართველოსთან ომის დროს, ჩვენი ხალხის შეიარაღებულ ბრძოლასთან არანაირი კავშირი ჰქონდა. ის აფხაზეთის პოლიტიკაში მხოლოდ 2010 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა", - განაცხადა არძინბამ.

ამასთან, ადგურ არძინბამ კომენტარი გააკეთა თბილისის მხრიდან შერიგებაზე გაკეთებულ განცხადებებზე. მისი თქმით, სიგნალები კარგია, თუმცა რეალური ნაბიჯები არ ჩანს.

"სიგნალები კარგია და შესაძლოა, მხოლოდ მივესალმოთ, თუმცა საჭიროა, ქმედებებს შევხედოთ. გვახსოვს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთში პრობლემის ძალისმიერად მოგვარების მცდელობამდე, შერიგებაზე საუბრობდა. პარტია "ქართული ოცნება" საკმაოდ დიდი ხანი, 2012 წლიდან არის ხელისუფლებაში, მაგრამ რეალური ნაბიჯები ურთიერთობების ფუნდამენტურად დარეგულირებისკენ, არ გადადგმულა. მანდ [თბილისში] არსებობს ე.წ. ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც სერიოზულ სირთულეებს უქმნის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებს, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ, მაგალითად, ამ კანონის გაუქმებით", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები