დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში "ვარდნილჰესი 2"-ის რეიდერული მიტაცება დაიწყო. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. "აიაშარას" ინფორმაციით, გალის რაიონში მდებარე უმოქმედო "ვარდნილჰესზე" აღდგენითი სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო.
"ელექტროსადგური გაწმენდილია, დამონტაჟდა ახალი აღჭურვილობა, გაწმენდილია სამანქანო დარბაზი, მდინარიდან აწეულია პანტონები", - წერს აფხაზური მედია.
"აიაშარას" ინფორმაციით, ელექტროსადგურზე მყოფი ხალხი ამბობს, რომ ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები ორი კვირის წინ, ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა რეზო ზანთარიამ დაიწყო.
მედიაში ვრცელდება "ჩერნომორენერგოს" დირექტორის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ სამუშაოები მათთან შეთანხმებული არ არის. თემურ ჯინჯოლიას განცხადებით, ობიექტი მათი საკუთრებაა. მისი თქმით, საკითხზე გადაწყვეტილებას ე.წ. ენერგეტიკის სამინისტრო დღეს მიიღებს.