აფხაზი სამოქალაქო აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს. მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"როგორც მრავალტანჯული ქვეყანა აფხაზეთის შვილი, უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე!"
სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ინტერესების გავლენის გაძლიერების გამო, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს და ამ მიზნით 28 მარტიდან შიმშილობს, ჰკითხეს, რატომ ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე უარს:
"დამოკიდებულებისთვის [რუსეთის მხრიდან]", - უპასუხა მან.