მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აფხაზური პროდუქტები ბელარუსში უკვე იყიდება... ველით დამოუკიდებლობის აღიარებას”- არძინბა

აფხაზეთი

“აფხაზური პროდუქტები ბელარუსში უკვე იყიდება”, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ინალ არძინბას თქმით, აფხაზეთი ბელარუსისგან აღიარებას ელოდება.  

„პროდუქტები, რომელთა წარმოშობის ქვეყანა, ყველა დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთია, უკვე ბელარუსის თაროებზეა. აქ შედის აფხაზური ღვინო და ლიმონათები”, - აღნიშნა არძინბამ.

ინალ არძინბა ამტკიცებს, რომ მინსკისა და სოხუმის წარმომადგენლები სამომავლოდ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვას გეგმავენ. მისი თქმით, ბელარუსის მიერ [აფხაზეთის] აღიარება საელჩოების გახსნის, დიალოგის გაძლიერებისა და სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.  ე.წ. მინისტრი ირწმუნება, რომ ამით მინსკიც დაინტერესებულია. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ არძინბამ განაცხადა, რომ ბელარუსმა აფხაზეთი დე ფაქტოდ აღიარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის მიერ ოფიციალური აღიარება აფხაზეთს საშუალებას მისცემს, სუვერენიტეტი გააძლიეროს და საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ბელარუსის პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მინსკი არ მალავს თანამშრომლობას აფხაზეთთან. ლუკაშენკომ ასევე არ გამორიცხა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოფიციალური აღიარება თუ ამას პუტინი სთხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები