"ველიში" თითოეული სიახლე მომხმარებელთან ყოველდღიური დიალოგის შედეგად იქმნება, ახალი შეთავაზებაც სწორედ მომხმარებლის მოთხოვნამ განაპირობა.
25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ველის მომხმარებელს ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდისას 25%-ის, მაქსიმუმ 100₾-ის მომენტალურად დაბრუნება შეუძლია.
ქეშბექ აქციის ფარგლებში ველიმ სპეციალური კატეგორია შექმნა, რომელშიც 15 000-მდე პროდუქტი ერთიანდება 16 კატეგორიიდან. აქციის პირობები ამ კატეგორიის ყველა ნივთზე მოქმედებს.
Საუკეთესო შეთავაზებები ქეშბექ აქციით:
Gorenje-ს ყავის აპარატი
Gorenje უკვე არაერთი წელია მომხმარებლის რჩეულ ტექნიკის ბრენდად რჩება, მისი ყავის აპარატი ველიზე ამჟამად 40%-იანი ფასდაკლებითაა, ხოლო ქეშბექის ფარგლებში დამატებით 25%-ის, მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებ.
Yamazaki-ს ყავის მაგიდა
Yamazaki ველის ახალი ექსკლუზიური ბრენდია, რომელიც სადა, დახვეწილი დიზაინის მცირე ავეჯს იაპონური ხარისხით ქმნის. ამ კომფორტულ ჟურნალების მაგიდაზე კი ქეშბექით 74 ლარს დაზოგავ.
COSRX-ის სახის კრემი
COSRX-ის ველიზე გამოჩენას არაერთი მომხმარებელი მოუთმენლად ელოდა. კორეული სახის მოვლის საშუალებების ბრენდიდ ერთ-ერთი ბესტსელერის შეძენა ქეშბექით მხოლოდ 60 ლარად შეგიძლია.
Izipizi-ის სათვალე
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დასასრულს უახლოვდება, izipizi-ის სათვალით შემოდგომის გაფერადებასაც მარტივად შეძლებ. ქეშბექი ბრენდის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება - შეარჩიე შენი ფერი
Vileda UltraMax
თუ დიდი ხანია ყოველდღიურობის გასამარტივებელ საშუალებას ეძებ, Vileda Ultramax-ის შესაძენად ახლა საუკეთესო დროა. პროდუქტზე უკვე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება, ქეშბექით კი დამატებით თანხის დაზოგვას შეძლებ.
შეიძინე სასურველი პროდუქტები და დაიბრუნე 25%, მაქსიმუმ 100₾ ერთჯერადად ნებისმიერი ბარათით გადახდისას.
(რ)