მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აფრიკაში „ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებული პირების მიმართ სახდეპი სანქციებს აწესებს - სახდები

649b492bef1a2
ალა ისპირიანი
28.06.23 00:38
778
აშშ სანქციებს აწესებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სუბიექტებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც აფრიკაში „ვაგნერის“ ჯგუფთან არიან დაკავშირებულნი. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ერთ მოქალაქეს, რომელიც „ვაგნერის“ აღმასრულებელ თანამდებობაზე მალიში მსახურობდა.

„აშშ სანქციებს აწესებს ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში რამდენიმე სუბიექტის მიმართ, მათი კავშირის გამო კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც ცნობილია როგორც „ვაგნერის“ ჯგუფი და მათი ჩართულობისთვის იმ საქმიანობაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს.

„ვაგნერმა“ გამოიყენა თავისი ოპერაციები მალიში, როგორც ჯგუფისა და მისი მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის შემოსავლის მოსაპოვებლად, ასევე იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდგომი ჩართვისთვის“, – წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები