მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფთიაქების ქსელმა RITE AID-მა გაკოტრება გამოაცხადა

rite

ამერიკულმა აფთიაქების ქსელმა, Rite Aid-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, ვალის მოცულობა 3 მილიარდ 300 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაც $1 მილიარდით მეტია კომპანიის აქტივების შეფასებაზე. გარდა ამისა, ამჟამად Rite Aid-ს ნაღდი ფულის სახით სულ რაღაც 135 მილიონი დოლარი აქვს, რაც საკმარისი არ არის საქმიანობის გასაგრძელებლად და ვალდებულებების დასაფარად.

Rite Aid-ის გაკოტრება რიგი მიზეზებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბაზარზე მსხვილი ქსელების, მათ შორის, Walmart-ის, Costco-ს და Target-ის გააქტიურებაა. როგორც ჩანს, მომხმარებლებს აღარ სურთ მედიკამენტების შესაძენად აფთიაქში შესვლა, რადგან იმავე პროდუქციის შეძენა სუპერმარკეტებშიც მარტივად არის შესაძლებელი.

მეორე ფაქტორი სასამართლო დავას უკავშირდება. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მტკიცებით, Rite Aid-ის ფარმაცევტები საჭიროზე დიდი რაოდენობით ოპიოიდების მოხმარების რეკომენდაციას გასცემდნენ, რათა კომპანიის შემოსავლები გაეზარდათ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Rite Aid-ი 1962 წელს დაფუძნდა და ის 50,000 თანამშრომელს ასაქმებს. აფთიაქების ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 2,152 ფილიალს ფლობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები