მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტში პრემიები კანონის დარღვევით გაიცემოდა-აუდიტის სამსახური

5c07dd3268cbc
თამუნა დემეტრაშვილი
05.12.18 18:12
713
აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტში პრემიები კანონის დარღვევით გაიცემოდა, - ამის შესახებ საუბარია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის დოკუმენტში, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების 2017 წლის საქმიანობას მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს უწყებაში 46 ათასი ლარის პრემია გაიცა, საიდანაც 20 ათასზე მეტი, უშუალოდ ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.

ამასთან, შემოწმებისას ვერ მოხერხდა გაცემული პრემიების რეალური საფუძვლის იდენტიფიცირება, რადგან არცერთ შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი დასაქმებული პირების მიერ შესრულებული კონკრეტული სამუშაოს შეფასება, რასაც ითხოვს მოქმედი კანონმდებლობა.

აუდიტის სამსახური უწყებას რეკომენდაციას აძლევს, დაიცვას კანონმდებლობა და სამომავლოდ პრემიების გაცემა, მხოლოდ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოახდინოს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები