მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებმა ერთ თვეში ორი ხელფასი აიღეს

5acdcc1d1ca2a
მეგი კავთუაშვილი
11.04.18 13:00
943
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებმა ივლისში ხელფასი ორჯერ აიღეს. აგვისტოში ასაღები შრომის ანაზღაურება ანგარიშზე წინასწარ ჩაირიცხეს.  ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

„მოქმედი კანონმდებლობით შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, ხოლო ხელფასის დარიცხვა და გაცემა აისახება დარიცხვის და გაცემის შესაბამისი თვის ბუღალტრულ ანგარიშგებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე ივლისის თვეში გაიცა არა მარტო ივლისის, არამედ აგვისტოს თვის ხელფასიც. პასუხისმგებელი პირის ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება უკავშირდებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილ ამომრჩეველთან შესახვედრად არასასესიო პერიოდში დეპუტატების გასვლებს.“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, შეუძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლების სამუშაო დროის კონტროლიც, რადგან არ იწარმოება სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები