მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის დეფიციტი ყოველ წელს შეიქმნება, თუკი გამრიცხველიანება და თანხების ამოღება არ მოხდება"

58515f8c877b6
BM.GE
14.12.16 19:02
1266
"სადგური ძველდება ნელ-ნელა, იზრდება მოვლის ხარჯები და ტარიფიც უნდა გაიზარდოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მერაბ მებონიამ განუცხადა. მისი თქმით, კვლავ რთულ საკითხად რცება აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიაც, რადგან ენერგიის 50%-ზე მეტს კომპანია აფხაზეთს უფასოდ აწვდის.

როგორც მებონია აცხადებს, დღევანდელი ცვლილება სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ იქონიებს.

რაც შეეხება აფხაზეთშ ელექტროენერგიის დეფიციტის საკითხს, მებონიას განცხადებით, თუკი ადგილზე გამრიცხველიანება და თანხების ამოღება არ მოხდება, მსგავსი პრობლემა ყოველწელს შეიქმნება.

"აფხაზეთის გაზრდილი მოხმარების ფონზე მსგავსი პრობლემა ყოველ წელს შეიქმნება, თუ არ მოხდება გამრიცხველიანება და არ დაიწყება თანხების ამოღება“, - აცხადებს მებონია.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი სხდომის შედეგად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული 1კვტ.სთ ელექტროენერგია 1, 189-დან, 1,496, თეთრამდე გაიზარდა.

ტარიფები ფაქტობრივად გაორმაგებულია ვარდნილჰესის კასკადის შემთხვევაში და ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგია 1,17 თეთრის ნაცვლად, 2,88 თეთრი ეღირება. აღნიშნული ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები