მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აფხაზეთში უნდა მოხდეს ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვა და გადასახადის დაწესება"

58525ba73b5c1
დავით ჯალაღონია
15.12.16 13:00
3478
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების დასარეგულირებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიტის საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება.

"მათ ჩვენი პოზიცია იციან. ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მოხმარების ზრდა დარეგულირდეს, ამიტომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, მოხდეს ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვა და გადასახადების დაწესება, როგორც ეს ენერგეტიკის ნებისმიერ სექტორში ხდება და ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ „ეს საფრთხილო საქმეა და ამას შინაარსობრივი მუშაობა სჭირდება“.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ აპრილში ამ ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება და გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

"ჩვენთვის ენგურჰესი ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურია, ამიტომ ამ სადგურის გამართული მუშაობა მთლიანად ენერგოსექტორისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გუშინდელ გადაწყვეტილებას ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადისთვის წარმოების ტარიფის გაზრდის შესახებ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუმცა რამდენად აისახება ეს ფაქტორი სამომხმარებლო ტარიფზე, ამ საკითხზე მოსაზრების დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული 1კვტ/სთ ელექტროენერგია 1,189-დან 1,496 თეთრამდე გაიზარდა, ვარდნილჰესის კასკადის კი - 1,17 თეთრიდან 2,88 თეთრამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები