მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

გოგნი
17.08.26 13:04
405

გოგნის ქარის ელექტროსადგურის პროექტი მოიცავს 187 მეგავატ განახლებადი ელქტროენერგიის სადგურის მშენებლობას, რისთვისაც განხორციელდება 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ის სუფთა და განახლებადი ენერგიის პროექტია, რომლის გამოყოფილი ენერგორესურსი სრულად მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას და 240,000 ოჯახისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.

კომპანიის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ

ტყის ზონაში მნიშვნელოვანი ქარის პროექტები ხორციელდება მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში ხდება გზის გაყვანისთვის და ტურბინებისთვის პლატფორმის ადგილებში ტერიტორიის მომზადება. კონკრეტულად, ამ პროექტისთვის, ასეთი ზემოქმედება მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 3%-ს არ აჭარბებს, ანუ ტყის 97% ხელუხლებელი რჩება.

გოგნის ქარის ელექტროსადგური საქართველოს სრული ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ზამთრის დეფიციტის დასაბალანსებლად. ამ პროექტის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ეკოსისტემის შენარჩუნების, აღდგენისა და გაჯანსაღებისთვის კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, კერძოდ:

  1. მცენარეების ამოღება, მათ შორის ნაწილობრივ, დაავადებული ხეების ჩანაცვლებას უკავშირდება. შესაბამის ტერიტორიაზე კი მინიმუმ, იმავე რაოდენობით ახალი, ჯანსაღი ხემცენარეები დაირგვება. ასეთი ტიპის მოთხოვნა, არ არის კანონით გათვალისწინებული და გარემოს ეროვნული სააგენტოს დამატებითი მოთხოვნაა, რომელსაც კომპანია პირნათლად შეასრულებს.
  2. კომპანიის მიერ აღებული ვალდებულება ასევე ითვალისწინებს ხემცენარეების ამოღების უპრეცედენტო საკომპენსაციო საფასურის, 5,604,000 ლარის დაფარვას რომელსაც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც მიმართავს დამატებით ტყეების გასაშენებლად.

გოგნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება დაახლოებით 400 ადამიანი, პროცესში ჩართული ადამიანების 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

გოგნის ქარის ელექტროსადგური ყოველწლიურად ქონების გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტში შეიტანს 5 მილიონ ლარზე მეტს, აღნიშნული თანხა დამატებით საშუალებას მისცემს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს დაგეგმოს და განახორციელოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები.

დამატებით, მნიშვნელოვანია, რომ გოგნის ქარის ელექტროსადგური 100%-ით მოემსახურება ქვეყნის შიდა ენერგეტიკულ საჭიროებებს და გვჯერა, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები