მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აღარ ვარ დარწმუნებული, რომ მომავალში "მაესტროში" სტუმრობა ისეთივე საინტერესო იქნება როგორც ეს მანამდე იყო"

574de13777f3a
BM.GE
31.05.16 23:07
1549
"მაესტროს" გადაწყვეტილებას გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი.

"მაესტროს ხელმძღვანელობის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, რაც ორი ძალიან რეიტინგული გადაცემის ავტორის გიორგი ისაკაძის გაუგებარ და დაუსაბუთებულ განთავისუფლებას უკავშირდება, აღარ ვარ დარწმუნებული რომ მომავალში მანდ სტუმრობა და ბიზნესისათვის აქტუალურ თემებზე საუბარი ისეთივე საინტერესო იქნება როგორც ეს მანამდე იყო. ასევე ვეღარ ვიქნებით დამშვიდებულები ამა თუ იმ საკითხზე, რაც ბიზნესის საჭიროებებს ეხება ,კომენტარის მიცემისას, რომ არ დამახინჯდება კომენტარი და თავისებურ, ვიღაცისთვის საჭირო ინტერპრეტაციას არ მიიღებს! ჩემის მხრივაც სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ამ ორი ძალზედ საინტერესო და რეიტინგული გადაცემების შექმნელს და პროფესიონალთა გუნდს!", - წერს ასლანიშვილი.

"ბიზნესკონტაქტის“ "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები