მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგარა - ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება

595b5be75be3a
ელენე გოგბერაშვილი
04.07.17 13:11
1996
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი აგარა - ზემო ისიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. შედეგად შემცირდება მგზავრობის დრო, გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა და გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება. უკვე აშენდა 12 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზა, 8 ხიდი, მათ შორის სატრანსპორტო კვანძი. პროექტის ფარგლებში 500-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტს მსოფლიო ბანკი 105 019 564 ლარით აფინანებს. 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივლისის ბოლოს დასრულდება. შედეგად მგზავრები ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზით იმგზავრებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები