მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება

5879f782832df
BM.GE
14.01.17 13:49
1444
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

მათივე ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მდინარე მტკვარზე მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია Black Sea Group და ქუვეითური კომპანია Copri Construction Enterprises W.L.L აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ ლარია. სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.

„აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები