მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგარაკების დაქირავების ფასი 2–3 კვირაში დასტაბილურდება - “სიგმა”

62b178c471b3b
მარიამ ადამია
21.06.22 22:30
969
“მაქვს წყნეთში გასაქირავებელი კოტეჯები, რომლებსაც თვეში $5 ათასად  ვაქირავებ, წელს კი სეზონზე ფასი $15 ათასია, მაგრამ მოთხოვნა არ არის, ადამიანებს ეძვირებათ,” - ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია “სიგმას” დირექტორმა, ზურაბ ლაჩაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2-3 კვირაში აგარაკის დასაქირავებლად ფასები დასტაბილურებას დაიწყებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა არ იქნება. 

“სავარაუდოდ, ფასები ქვევით ჩამოვა, რადგან თუ ამ გაზრდილმა ფასმა არ იმუშავა და არ გაჩნდა მოთხოვნა, მაშინ დამქირავებლები იძულებულები გახდებიან, რომ ფასში კორექტირება შეიტანონ, რათა სეზონზე ფულის გამომუშავების შესაძლებლობა სრულად არ დაკარგონ და კლიენტი არ გაუშვან ხელიდან,” - ამბობს ლაჩაშვილი.

მისივე თქმით, წელს გასაქირავებელი აგარაკების რაოდენობაც გაზრდილია, რადგან ის სახლებიც კი, რომლებიც არ ქირავდებოდა, წელს მათ მფლობელებსაც გაუჩნდათ სურვილი, რომ შემოსავალი მიიღონ.

“რამდენიმე კვირაში გამოჩნდება როგორია მოთხოვნა–მიწოდების ჯაჭვი და სტატისტიკაც, თუ ვინ ქირაობს აგარაკს უმეტესად, ადგილობრივები თუ ტურისტები, თუმცა მიმდინარე პერიოდში ფასები ყველას ეძვირება,” - ამბობს “სიგმას” დირექტორი.

გარდა ამისა, ზურაბ ლაჩაშვილმა აღნიშნა, რომ სახლის მეპატრონეების მხრიდან ომის დასაწყისში იყო პროტესტი, რომ რუს მოქალაქეებს სახლს არ მიაქირავებდნენ, თუმცა ეს პროტესტიც ეტაპობრივად იკლებს.

ინფორმაციისთვის, თბილისთან ახლოს აგარაკების დაქირავებაზე ღირებულება გაორმაგდა. თუ საშუალოდ წელს სახლის ქირაობა ერთი თვით $3 500  ღირს, გასულ წელს ფასი $1 500 -ს შეადგენდა. წყნეთი, წავკისი ტაბახმელა და კიკეთი ქალაქგარეთ ტოპ მოთხოვნად ადგილებს შორის წლებია პოზიციებს არ თმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები