მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგარის ქუჩაზე ბორდიურები ეწყობა

5d6f6bf3ba4dd
BM.GE
04.09.19 11:42
741
ჩუღურეთის რაიონში, აგარის ქუჩაზე, 265 მეტრზე ბორდიურების მოწყობა ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „აგარის ქუჩის მოწყობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. გასულ თვეში ასფალტის საფარი დაიგო. ამ დროისთვის კი ბორდიურები ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩებიც“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძე. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები