მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგარის შაქარი“ ისევ სახელმწიფოს დახმარებით ამუშავდა

6067f389884a3
მარიამ იზორია
03.04.21 15:50
1905
„აგარის შაქარი“ ისევ ამუშავდა. ქარხანამ სრული დატვირთვის მუშაობა 1 აპრილიდან განაახლა.

როგორც bm.ge-ის ქარხნის დამფუძნებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განუცხადა, ქარხნის ამუშავება კვლავ სახელმწიფოს მხარდაჭერით მოხერხდა.

შეგახსენებთ: ბოლო რამდენიმე წელია, რაც „აგარის ქარხანა“ პერიოდულად ამუშავდება და შემდეგ ისევ იხურება. ბოლოს ის ერთწლიანი გაჩერების შემდეგ, შარშან ივნისში ამოქმედდა.

საქმე ისაა, რომ 2020 წლის აპრილში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს ქვეყანაში შაქრის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პროექტის განხორციელებისკენ მოუწოდა. იმ პერიოდში გლობალურ ბაზარზე შაქრის ფასი მაღალი ტემპით იზრდებოდა, რის საპირწონედაც მთავრობამ შაქრის ადგილობრივი წარმოების ამუშავება გადაწყვიტა.

შედეგად, აგარის შაქრის კომბინატი, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დახურული, 2020 წლის პირველი ივნისიდან წლის 31 დეკემბრამდე ამოქმედდა. სახელმწიფოს დახმარების შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ "აგარის შაქარს" შეღავათიან ფასში მიეწოდება ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხრიდან ბუნებრივი აირი, ასევე, "საქართველოს რკინიგზა" შეღავათიან ფასში აწვდის ქარხანას ლოგისტიკურ მომსახურებას.

"აგარის შაქარმა" სახელმწიფოს მხარდამჭერი ღონისძიებების ამოწურვის შედეგად საქმიანობა გასული წლის 31 დეკემბერს შეაჩერა. ამჯერად ქარხანამ კვლავ სახელმწიფოს დახმარებით ამოქმედება სამთვვიანი გაჩერების შემდეგ შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები