მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან სრული დატვირთვით ამუშავდება"

5ae0657c33145
BM.GE
25.04.18 15:23
1173
აგარის შაქრის კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივი განცხადებით, აგარის შაქრის ქარხნის ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება. აგარის შაქრის კომპანია და ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„საქართველოს მთავრობასა და აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. შედეგად, შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის დახმარებით, აგარი შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან მუშაობას განაახლებს. ყველა ის ადამიანი, ვინც აგარის შაქრის ქარხნის კონსერვაციამდე ქარხანაში მუშაობდა, დაუბრუნდება სამუშაო ადგილს. აგარის შაქრის ქარხანაში მაისში ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ 1 ივნისიდან ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდე",- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ აგარის შაქრის ქარხანამ 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. შესაბამისად, აგარის შაქრის კომპანიამ თანამშრომლებთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, თუმცა პროცედურა ჩატარდა შრომის კოდექსის მოთხოვნების სრული დაცვით. ქარხანა კონსერვაციაზე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები