მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგარის შაქრის ქარხანა მუშაობას სრული დატვირთვით დღეიდან განაახლებს

5b1236666753d
BM.GE
02.06.18 10:12
876
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე „აგარის შაქრის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სავაშ უზანი, „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლის წარმომადგენელი საქართველოში ნიკოლოზ ნათბილაძე და შიდა ქართლის მთავრობის წარმომადგენლები კონსერვაციის შემდეგ, აგარის შაქრის ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან აგარის შაქრის ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. საქართველოს მთავრობასა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. მხარეთა შეთანხმებით შემუშავდა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი, რის შედეგადაც, ქარხანა მუშაობას სრულად 2ივნისიდან განაახლებს.

ღონისძიებაზე დასაქმებულებს სიტყვით მიმართავენ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე, კომპანიის ხელმძღავნელი პირები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, გაიმართება ქარხნის ღვაწლმოსილი თანამშომლების დაჯილდოების ცერემონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები