მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგარის შაქრის ქარხანა მუშაობის განახლებას მიმდინარე კვირიდან გეგმავს

588f3cd477fd0
სალომე მეცხვარიშვილი
30.01.17 17:15
1290
აგარის შაქრის ქარხანა მუშაობის განახლებას მიმდინარე კვირიდან გეგმავს. როგორც "ბიზნესკონტრატს" ქარხნის დირექტორმა ალხან ალიზადემ განუცხადა, ბაზარზე კონკურენციის მიმართულებით სიტუაცია არ გამოსწორებულა და იმპორტირებული პროდუქცია დაბალ ფასად მაინც შემოდის, თუმცა, მიუხედავად ამისა ქარხანა მუშაობას განაახლებს.

"ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ამუშავდეს წარმოება?",- აცხადებს ალიზადე „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ქარხანა სრულად დატვირთული ვერ იქნება, რადგანაც ამ ეტაპზე ბაზარზე შაქარზე მაღალი მოთხოვნა არ ფიქსირდება. ქარხანას 150 ტონა შაქრის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, შაქრის მწარმოებელმა კომპანიამ წარმოება შეაჩერა, რაც გამოწვეული იყო იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის გამწვავებით. რამდენიმე დღის წინ ქარხნის ხელმძღვანელმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, რომ ქარხანა წარმოებას თვის ბოლოს განაახლებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები