„უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, კვლევა იმ კონკრეტულ რაიონებში ჩატარდება, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობა პრობლემას წარმოადგენს.
კახა კალაძე ტრამვაის აღდგენის საკითხზეც საუბრობს.
„გვინდა, რომ კვლევა ჩავატაროთ და ის რაიონები, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობა პრობლემას წარმოადგენს, კვლევის შედეგად მივიღოთ სრული სურათი, თუ რისი გაკეთება არის საინტერესო. შესაძლოა ეს იყოს ტრამვაი, ასევე მეტრო დიღმის მიმართულება. მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება და კვლევა ჩვენ გვაჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ,“ - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმითვე, კვლევები რამდენიმე კვირაში დაიწყება.

























