მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღდგომის დღეს საქართველოში თვითიზოლაციაში 34 185 ადამიანი იმყოფება

608e4ce69d39c
თამთა ჯიჯავაძე
02.05.21 10:53
878
საქართველოში, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 34 185 ადამიანი იმყოფება, მათ შორის თბილისში - 24 812, აჭარაში - 2 735, იმერეთში - 1 256 ადამიანი.

ამასთან, 2 მაისის სტატისტიკის მიხედვით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 14.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 445-ს.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 595 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 293 052-მდე. ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაცვალების 21 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები