მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დამთვალიერებელს 8 დეკემბრიდან მიიღებს

ნოტრ-დამი

2019 წლის 15 აპრილს ხანძრის გაჩენიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საზოგადოებისთვის ხელახლა 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება.

ნოტრ-დამის სრული აღდგენის ღირებულება, სავარაუდოდ, დაახლოებით 700 მილიონი ევრო (767 მილიონი დოლარი) იქნება. 150 ქვეყანაში 340 000 დონორისგან მთლიანობაში, 846 მილიონი ევრო (928 მილიონი აშშ დოლარი) შეგროვდა შეწირულობის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ სრულად გახსნის თარიღი წლის ბოლოა, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დროს ( 26 ივლისი - 11 აგვისტო)პარიზის სტუმრებს უკვე შეეძლებათ, მოინახულონ Viollet-le-Duc საკულტო შუბით, რომლის რეკონსტრუქცია თებერვალში დასრულდა.

france.fr წერს, რომ კატასტროფიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, რამდენიმე ასეული ენთუზიასტი ხელოსნისა და არქიტექტორის წყალობით, შენობა ხელახლა დაიბადა.

გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშის ხელახლა გახსნამდე, ვიზიტორებს შეუძლიათ მონუმენტის კულისებში შესვლა და მისი რეკონსტრუქციის ვირტუალურ ტურში მონაწილეობა.

სამუშაოები საზოგადოებისთვის ხელახალი გახსნის 8 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდება.

ნოტრ-დამის რეკონსტრუქციის შემდეგი ეტაპები მოიცავს 2025 წელს აფსიდისა (თაღის/კამარის) და სამკვეთლოს რესტავრაციას და 2026 წლისთვის თანამედროვე ვიტრაჟების დამონტაჟებას. ამჟამად, ამ უკანასკნელისთვის ცხადდება ტენდერი.

ბოლო ხანძრამდე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ყოველწლიურად 10-12 მლნ ადამიანი სტუმრობა. აღდგენილი ტაძრის გახსნის შემდეგ კი, წლიურად 12-დან 15 მილიონამდე ადამიანს ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები