მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღდგომასთან დაკავშირებით თვითმმართველ ქალაქებში ტრანსპორტი უფასო იქნება

ავტობუსი

აღდგომასთან დაკავშირებით თვითმმართველ ქალაქებში ტრანსპორტი უფასო იქნება. შესაბამისი ინფორმაციები ქალაქების მუნიციპალიტეტებმა სოციალური ქსელში გაავრცელეს.

ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს მოემსახურება. ასევე, ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილდებიან მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით

ქუთაისი

12-13 აპრილს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

რუსთავი

რუსთავში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, 08:00 საათიდან, სასაფლაოს მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები 4 სხვადასხვა ლოკაციიდან, უფასოდ გადაიყვანენ მგზავრებს:მეტალურგიული ქარხნის მ/ტ რჩეულიშვილის ქუჩა თამარ მეფის მოედანიმე-12 მ-რნი ( წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მ/ტ).

ფოთი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით , 12 და 13 აპრილს, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს, ქალაქის მასშტაბით, უფასოდ მოემსახურება.ავტობუსების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:

თბილისი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები