მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიაში დამატებითი რეისები შესრულდება - აეროპორტების გაერთიანება

მესტიის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა.

სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 9 -14 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

9 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა -16:00 საათზე, მესტია-ნახატხარი გაფრენა - 17:20 საათზე.

14 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა - 16:00 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 17:20 საათზე.

ერთი გზა ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს შეადგენს. 0-დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 -დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: https://www.airports.ge/flight/list?page=2

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები