მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აღფრთოვანებული ვართ “მთის“ და „პარი-სენ-ჟერმენს“ შორის პარტნიორობის გაფორმებით - თემურ ჭყონია

თემურ ჭყონია

ფრანგული საფეხბურთო კლუბი PSG ვებგვერდზე წერს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართულ ბრენდთან წყალი "მთის" რეგიონალურ პარტნიორობას იწყებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ „პარი-სენ-ჟერმენთან“ კლუბთან რომელიც წარმატების სიმბოლოა, მის ტალანტებთან და კლუბის გულშემატკივრებთან მთელს მსოფლიოში, ძალების გაერთიანებით წყალი “მთის” ცნობადობა იზრდება სპორტის და უალკოჰოლო სასმელების მოყვარულებს შორის ევროპელი მასშტაბით.

Coca-Cola Bottlers Georgia-სა და McDonald's Georgia-ს მფლობელის, თემურ ჭყონიას თქმით, ამ კოლაბორაციიით, მომხმარებელს შესთავაზებენ არა მხოლოდ პრემიალურ სასმელს, არამედ საკუთარ ხედვას და მხარს დაუჭერენ სპორტის და კულტურის განვითარებას ახალგაზრდებში.

“ჩვენ აღფრთოვანებული ვართ “მთის“ და „პარი-სენ-ჟერმენს“ შორის პარტნიორობის გაფორმებით. ეს კოლაბორაცია ხელს შეუწყობს მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პრემიალური სასმელი, არამედ გამოკვეთს ჩვენს ხედვას, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე, მხარი დავუჭიროთ სპორტს, ახალგაზრდების კულტურულ განვითარებას, ინოვაციებს", - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, აანონსებს მასშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფეხბურთო კლუბ “პარი-სენ-ჟერმენს შორის “

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები