მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოაჩინეთ ადამიანები, რომლებიც არ ჩერდებიან - ნახეთ “ჟირაფი ჟოზეს” მოგზაურობა და შექმნის ისტორია საქართველოს ბანკის ახალ ვიდეოში

ჟოზე
01.03.24 17:36
201

„არ გაჩერდე“ - ეს საქართველოს ბანკის ბრენდის მთავარი მოწოდებაა, რომელიც თითოეულ ადამიანს გვახსენებს, რომ წარმატებისა და წინსვლისთვის მუდმივი მოძრაობა, მოქმედება და არ გაჩერებაა საჭირო. მხოლოდ ასე შევძლებთ, დასახული მიზნები რეალობად ვაქციოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.

მოწოდებასთან ერთად, საქართველოს ბანკის ბრენდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ადამიანების აღიარებასა და დაფასებას, რომლებმაც „არ გაჩერება“ საკუთარი ხასიათის ნაწილად აქციეს. თავდადებული შრომისა და ძალისხმევის შედეგად კი მათ ადგილი დაიმკვიდრეს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და მსოფლიოში „საქართველოს“ სახელი არაერთხელ გააჟღერეს.

სწორედ ასეთი ადამიანების დაფასებისა და საზოგადოებისთვის გაცნობისთვის, კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდი რუბრიკას: „ადამიანები, რომლებიც არ ჩერდებიან“ ახორციელებს.

„საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ როგორიც არ უნდა იყოს რეალობა, თუ არ ჩერდები და აგრძელებ სვლას, საუკეთესო რაღაცები წინ არის. შესაბამისად, ჩვენი რუბრიკაც „ადამიანები, რომლებიც არ ჩერდებიან“ ამ მიზანს ემსახურება - შევახსენოთ ადამიანებს, რომ არ გაჩერება ის მთავარი ძალაა, რომელიც ჩვენს რაობას განსაზღვრავს. ასე გახდა ჩვენი რუბრიკის პირველი ადამიანი „ჟოზეს“ შემქმნელი - გიორგი მარშანია“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდში.

“ჟირაფი ჟოზე“ პირველი ქართული საგანმანათლებლო ანიმაციაა, რომელიც გიორგი მარშანიამ შექმნა. ასე გადაინაცვლა გიორგიმ მსახიობობიდან მულტიპლიკაციაში. როგორც ამბობს, თავდაპირველად „ჟოზე უცხო იყო და პირველი, ბევრს არც სჯეროდა მისი. რთულია, გჯეროდეს ისეთი იდეის, რომელიც აქამდე არ გაკეთებულა“.

თუმცა, მალევე, „ჟოზე“ ბავშვების საყვარელი პერსონაჟი და „მათი ოჯახის წევრი“ გახდა. გიორგი მარშანიამ „ჟირაფ ჟოზესთან“ ერთად, გრძელი და გამოწვევებით სავსე გზის შემდეგ, 2023 წლის საუკეთესო საბავშვო კონტენტის ჯილდო მოიპოვა და Youtube-ის ჯილდო - „Youtube Award for Passing 100k Sunscribers” მიიღო.

„ჟირაფი ჟოზეს“ შექმნის ისტორიის, პერსონაჟის განვითარებისა და საბოლოოდ, ამერიკაში დებიუტის შესახებ ნახეთ გიორგი მარშანიას ვიდეო:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები