მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოჩენილია ბიულეტენები, სადაც შემოხაზული იყო "ოცნება" და თან ახლდა ამომრჩევლის ხელმოწერაც - ISFED

არჩევნები 2024

"სამართლიანი არჩევნები" ამომრჩევლის ნების კონტროლის სავარაუდო სქემაზე საუბრობენ.

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო უბნებზე აღმოაჩინეს ისეთი ბიულეტენები, სადაც ხმის მიცემა ტრადიციული წესით ხორციელდებოდა და ბიულეტენების ნაწილში შემოხაზული იყო "ქართული ოცნება", ხოლო იქვე იყო კონკრეტული ამომრჩევლის ხელმოწერა.

როგორც ორგანიზაცია ამბობს, ეს იყო კონტროლის ერთ-ერთი გზა, იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს დაედასტურებინა, რომ ხმა ნამდვილად მმართველ გუნდს მისცა.

"ვნახეთ ისეთი ბიულეტენები, სადაც ქართული ოცნება იყო შემოხაზული და იქვე ხელმოწერა ჰქონდა, რაც, შესაძლოა, ადასტურებდეს, რომ ამ ამომრჩევლების ნების კონტროლი ასეთი გზით ხდებოდა - რომ მათ დაედასტურებინათ, რომ ხმა ნამდვილად მმართველ გუნდს მისცეს [...] ხელმოწერებით მინიშნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი ხდებოდა და მათ დავალება ჰქონდათ, რომ ხმა ქართული ოცნებისთვის მიეცათ", - თქვა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

ფოტო: tvპირველი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები