მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს - სეს

კალიები

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

სააგენტოს თანახმად, დამუშავებულია 27 ათას ჰექტრამდე ფართობი.

"სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 27 ათას ჰექტრამდე ფართობი.

მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენენ, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები",- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები