მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AGIC-ის მიმოხილვა: „ქვეყანას აქვს პოტენციალი აწარმოოს მეტი და მაღალი ხარისხის ნაყინი“

5ee330dfe3e0a
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.20 19:45
1946
საქართველოში ნაყინის მწარმოებელი კომპანიების ჯამური ბრუნვა 101 მლნ ლარს აღემატება - ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია AGIC-ის მიერ ნაყინის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელი 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

ამ პერიოდში ბაზრის ლიდერი მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა 7-ს შეადგენდა: შპს „4ბროს“; შპს „ბარამბო“; შპს „მყინვარი“; შპს „ქართუ უნივერსალი“ იგივე „თოლია“; შპს „აისი“ იგივე გურჯაანის ნაყინი; შპს „ლიდერი XXI” და შპს „პინო“. მოცემული 7 კომპანიიდან ერთი წარმოადგენს პირველ კატეგორიას, მეორე კატეგორიაშიც ერთი კომპანიაა, ხოლო დანარჩენი ხუთი მესამე კატეგორიაში ერთიანდება.

AGIC-ის მიმოხილვის თანახმად ნაყინის მწარმოებელ კომპანიების ჯამური ბრუნვა აღემატება 101 მლნ ლარს, აქტივების ჯამი 103 მლნ ლარს, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე 8 მლნ ლარს აღწევს .

რაც შეეხება ქართულ კომპანიებს ნაყინის წარმოების ინდუსტრიაში არსებულ ფინანსურ მაჩვენებლებს: მოგებამ აქტივებზე საშუალოდ შეადგინა (ROA) 5%, მოგებამ კაპიტალზე კი (ROE) 8%. გარდა ამისა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდის უნარიანობის შესახებ.

„საქართველოში ნაყინის ბაზარი ეტაპობრივად იზრდება და ვითარდება, რასაც ადასტურებს ბაზარზე გამოჩენილი ნაყინის მწარმოებელი ახალი კომპანიები, თუმცა ქვეყანას აქვს პოტენციალი აწარმოოს გაცილებით მეტი და მაღალი ხარისხის ნაყინი, რომლებიც შეესაბამება ქვეყანაში არსებულ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე გაიზრდება, ნაყინის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა და შესაბამისად წარმოების მოცულობაც“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები