მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Agile ტრანსფორმაციის საჭიროება თანამედროვე ორგანიზაციებში

ალექსი გიჯაშვილი
26.06.24 10:33
250

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ტერმინი "ეჯაილი" და "ეჯაილ ტრანსფორმაციის" საქართველოში დამკვიდრდება დიდი ბანკების დამსახურებაა. ალბათ გვახსოვს, ხომ რამხელა ჰაიპი შექმნეს მათ ამ მიმართულების გარშემო, უამრავი სტატია, პოსტი, სატელევიზიო გამოსვლა მიეძღვნა. რეალურად, ეს იყო პრეცედენტი და მათ შორის ვალიდაცია ჩვენთვის, რომ საქართველოში ეჯაილ ტრანსფორმაცია, როგორც სერვისი სავსებით მიღწევადი ამოცანა იყო. ვგულისხმობ იმას, რომ ერთის მხრივ, თითქოს ეჯაილ ტრანსფორმაცია იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რომ მხოლოდ ქვეყნის ტოპ კომპანიებს შეეძლოთ ამ სიკეთით სარგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ ქართული სუბ-კულტურის კონტექსტის გათვლისწინებით მიუღწეველი ამოცანაა. თავის მხრივ, ეჯაილ ტრანსფორმაცია არის პროცესი, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება პროცესებისა და შიდა საოპერაციო საქმიანობის ოპტიმიზაციაში ისე, რომ მაქსიმალურად მოქნილები იყვნენ ტურბულენტურ გარემოსთან, გახდნენ უფრო ჩქარები და მომხმარებლის საჭიროებებზე ფოკუსირებულები.

არის თუ არა მოთხოვნა და რატომ სჭირდება ორგანიზაციას ტრანსფორმაცია

საკმაოდ საინტერესო ტრენდი შეინიშნება დღეს ბაზარზე: ადრე, თუ ეჯაილ ტრანსფორმაცია მხოლოდ დიდ ორგანიზაციებში მიმდინარეობდა, ახლა სულ უფრო და უფრო მეტად მოგვმართავენ კომპანიები, რომლებიც ბაზარზე საკმაოდ დიდი ხანი არიან, სტაბილურად ოპერირებენ და ახლა ჩათვალეს, რომ დროა მეორე სუნთქვა გახსნან, თავიანთი ტრადიციული ბიზნესი გადაიაზრონ და გახდნენ ტექნოლოგიური კომპანიები. ასეთები არიან საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ბანკები, ფარმაცევტული კომპანიები, ავტო-მოტო ინდუსტრია, გემბლინგი.

ყველა ჩვენი პარტნიორი კომპანია მიხვდა, რომ ბაზარზე ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ახლა იქმნება არა მხოლოდ მაგალითად ინოვაციური საბანკო პროდუქტით, არამედ ტექნოლოგიებით. ამიტომ მათ სჭირდებათ, რომ ამ გზაზე ზურგს უმაგრებდეთ Agile პროცესები.

როგორია უშუალოდ სამუშაო პროცესი

ეჯაილ ტრანსფორმაცია მოიცავს სამ კატეგორიის ცვლილებას: ორგანიზაციული კულტურის ცვლილება, ორგანიზაციული სტრუქტურის / მოწყობის ცვლილებას და პროცესების ცვლილებას.

პირველ რიგში ხდება ორგანიზაციის დასკანერების პროცესი, რათა ზუსტად მივხვდეთ კომპანიაში არსებულ მდგომარეობას, პროცესების მუშაობას, ადამიანების განწყობებს, ტექნოლოგიებს და ა.შ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ კომპანიას ვუთხრათ სწორად, როგორ უნდა იმუშაონ, არამედ იმის გააზრება, თუ რატომ, რა მიზეზების გამო აღმოჩნდა კომპანია ასეთ მდგომარეობაში.დასკნაერების მერე ვადგენთ სამოქმედო გეგმას, დროში გაწერილს და აღნიშნულ დროით პერიოდში რა კონკრეტული გაუმჯობესებები მოხდა.

რატომ არის ორგანიზაციული სწავლება მნიშვნელოვანი?

ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესი გულისხმობს საქმის ორგანიზაციების ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვას. ორგანიზაციული სწავლების კონტექსტში კი ტრეინინგების გზით თანამშრომლებს ვასწავლით ამ მიდგომებს, პრაქტიკული ვორქშოპებით კი ვუმყარებთ ნასწავლ თეორიას. ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია საუბრობდეს ერთ ენაზე.

ავტორი: ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები