მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AgileSchool საზაფხულო სწავლების პროგრამას იწყებს

summer school
26.07.24 18:55
1258

21, 22 და 23 აგვისტოს AgileSchool საზაფხულო სწავლების პროგრამას იწყებს. ეს არის 3-დღიანი 15-საათიანი ინტენსიური სამუშაო შეხვედრების სერია, რომელიც ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას მოკლე დროში, პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ფორმატში ხელი შეუწყონ ეჯაილის მიმართულებით თანამშრომლების ცოდნის განვითარებას.

რას ნიშნავს Agile Summer School პროგრამა

Agile Summer School პირველად შარშან ჩატარდა, რომელსაც მეტწილად ლექციური ფორმატი ჰქონდა. წელს ორგანიზაციის მასშტაბირებასთან ერთად, აქცენტი გაკეთებულია პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებზე.

AgileSchool საზაფხულო სკოლაში ჩართულ მონაწილეებს სთავაზობს სამ სამუშაო დღეზე გაწერილ 15 საათიან სასწავლო თანმიმდევრულ და სტრუქტურირებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც აგებულია თეორიულ, პრაქტიკულ და სიმალიურ აქტივობებზე.

სამივე ლექცია ტარდება სამუშაო შეხვედრებისთვის ადაპტირებულ თანამედროვე ფიზიკურ სივრცეში, სადაც დამსწრეებს ექნებათ საშუალება მიღებული თეორიული ცოდნა გამოცადონ პრაქტიკულ მაგალითებზე და ჩაერთონ აქტივობებში, რომელიც რეალური გუნდის ცხოვრების ანალოგიურია.

სასწავლო კურსის განმავლობაში დამსწრეებისთვის გათვალისწინებულია ლანჩი, ყავის შესვენება და სივრცე პროფესიული კავშირების გაძლიერებისთვის.

რატომ არის საინტერესო ბიზნესისთვის?

Agile Summer School-ის ღირებულება არის დამსწრეებისთვის ძალიან მოკლედ დროში ისეთი პრაქტიკული გამოცდილების მიცემა, რომელიც შესაძლებელი გახდება, რომ თანამშრომელმა მეორე დღესვე გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში.

კურსი განკუთვნილია ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებშიც გარკვეულწილად არის დანერგილი Agile მიდგომები, თუმცა თანამშრომლები დამატებით საჭიროებენ ცოდნის გაღრმავებას.

ასევე საკმაოდ გავრცელებულია პრობლემა, როდესაც ორგანიზაციის ისეთი კრიტიკული ფუნქციები, როგორებიც არიან ადამიანური რესურსები, შესყიდვები, ოპერაციები, და ა.შ მათ ყოველდღიურად უწევთ ეჯაილ გუნდებთან კომუნიკაცია. შესაბამისად, მათთვის თუნდაც ტერმინების საბაზისო ცოდნა მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები