მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე საფეხმავლო ქუჩაზე, ტურისტული ობიექტები განთავსდება

57d5128586d20
BM.GE
11.09.16 12:14
8469
აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე მოძრაობა ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და მონაკვეთი საფეხმავლო გახდება. ადგილზე ტურისტული ობიექტების განთავსება იგეგმება, აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ჩაუტარდა. თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, კერძო სექტორის მხრიდან ობიექტების განთავსებაზე ინტერესი დიდია. მისი თქმით, ადგილზე ანტიკვარიატის, სუვენირების, წიგნების მაღაზიების განთავსება იგეგმება, ასევე კვების ობიექტებისა და სასტუმროების.

"საფეხმავლო ქუჩები ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით კეთდება. აღამშენებლის ამ მონაკვეთზე 45 მისამართის რეაბალიტაცია მოხდა და ის სრულად ტურისტული ინტერესის საგანია. ეს ფართები კერძო სექტორის საკუთრებაა, იგეგმება ტურისტულად საინტერესო არეალის ბუნებრივად განვითარება“, - აცხადებს ბაიდარაშვილი და დაძენს, რომ ტურისტული ობიექტები ადგილზე ისეთი ფორმით განთავსდება, რომ შენობების რეაბილიტებული ფასადები არ შეიცვლება. „ახალი ტფილისის“ ფარგლებში სამუშაოების სრულად დასრულება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

"რამდენიმე შენობა სრულად დანგრეული იყო, მაგალითად აღმაშენებლის 22. იყო სამი ტიპის სამუშაო: რეაბილიტაცია, ასევე საკომუნიკაციო და სანიაღვრე სისტემების გაკეთება და ბოლოს კეთილმოწყობა, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

აღმაშენებლის ეს მონაკვეთი დიდი ტურისტული მარშრუტის ნაწილია, რომელიც მარჯანიშვილის მოედანთან იყო დაკავშირებული. ტურისტული მარშრუტი თბილისში ორ დიდ ღერძს მოიცავს, ერთი მარჯვენა სანაპიროზეა, მეორე მარცხენაზე. მარცხენა სანაპიროზე ღერძი მუშტაედის ბაღთან იწყება და აღმაშენებლის ქუჩების ჩათვლით უკავშირდება მშრალ ხიდს. ჩვენ აღმაშენებლის მეორე ნაწილის გაკეთებით ამ მარშრუტებს გავაერთიანებთ“, - ამბობს ბაიდარაშვილი. მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას კი თბილისის განვითარების ფონდი მომდევნო წელს გეგმავს, მოსამზადებელი სამუშაოები ამ კუთხით უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები