მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმასვლის ტენდენცია ბრუნდება - საფონდო ბირჟებზე უმსხვილესი კომპანიების აქციები იზრდება

6294e6537f0eb
გიორგი თოლორდავა
30.05.22 20:00
5302

არასახარბიელო მაისის თვე ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის იმედისმომცემი შედეგებით სრულდება: გასულ კვირას აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება (S&P 500) თითქმის 6.1%-ით გაიზარდა; 5.8%-ით მოიმატა Dow Jones-მა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება 6.5%-ითაა გაზრდილი.

ბირჟების აღმასვლის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ჩინეთის მასშტაბით კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას და შანხაიში ლოკდაუნის გაუქმებას უკავშირდება. ინვესტორები შიშობდნენ, რომ ჩინეთის საწარმოო შესაძლებლობების შეზღუდვა ნეგატიურად აისახებოდა საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვზე და, მათ შორის, იმ ამერიკული კომპანიების საქმიანობაზე, რომელთაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით კავშირი აქვთ ჩინეთთან.

ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟამ კორექციის გარკვეულ დასასრულს უკვე მიაღწია, მსოფლიოში არსებული რისკები და ნეგატიური მოლოდინები კი უკვე, გარკვეულწილად, ასახულია ფასებზე, ბირჟების დამატებით ვარდნის რეალური საფუძველი კი არ არსებობს.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ანალიტიკოსთა ნაწილი გასული 5 დღის შედეგს სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ზოგადი ბირჟა დათვისებური (დაღმასვლის) ტენდენციაშია, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე თვე ან წელიც კი გაგრძელდეს.

გასულ კვირას საუკეთესო შედეგები ენერგეტიკულ სექტორს (+11.4%) და საცალო გაყიდვის ინდუსტრიას (+9.7%) ჰქონდა.

რაც შეეხება უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს 5-დღიან ჭრილში:

Tesla +15.9%
Nvidia +15.7%
Apple +8.5%
Nike +7.9%
Walmart +7.1%
Microsoft +6.9%
Amazon +6.2%
Visa +5.9%
MasterCard +5.5%
Exxon +5.3%
Chevron +5.2%

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.