ქართული ტელევიზორების მწარმოებელმა AGMicroelectronics-მა ტელევიზორების წარმოება შეაჩერა და კრიპტოვალუტის გამომუშავება დაიწყო. როგორც bm.ge-ს კომპანიის ხელმღვანელმა მიხეილ ღლონტმა განუცხადა, ამ ეტაპზე მაინინგი უფრო მომგებიანი საქმიანობაა, ვიდრე ტელევიზორების წარმოება, ამიტომ არჩევანიც ახალ მიმართულებაზე გაკეთდა.
კითხვაზე, იყო თუ არა მოთხოვნა ქართულ ტელევიზორებზე, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მოთხოვნა იყო, მაგრამ გადაწყვეტილება წარმოების შეჩერებაზე მაინც მიიღეს. მიხეილ ღლონტის თქმით, ამ მიმართულების განვითარებას კომპანია მომავალში ისევ გააგრძელებს.
„ჩვენ კერძო სტრუქტურა ვართ და რომელიც უფრო მომგებიანად ჩავთვალეთ, იმაზე დავიწყეთ აქცენტირება“,- ამბობს ღლონტი და აცხადებს, რომ ორივე მიმართულების ერთად განვითარების რესურსი კომპანიას არ გააჩნდა.

























