ყოველდღიურად ახალი საჭიროებები ჩნდება, რისთვისაც ბრენდები უახლეს დახვეწილ ნივთებს ქმნიან და რომლებიც ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია იპოვო.
ყველაზე საჭირო ნივთების შერჩევა, ადვილი არ არის, განსაკუთრებით დაკავებული ადამიანებისთვის და მიუხედავად იმისა რომ ონლაინ შოპინგი შეუდარებლად მოსახერხებელია, ის მაინც მოითხოვს გარკვეულ დროს.
ველიზე 50 000-მდე უნიკალური პროდუქტია, ხოლო მათ შორის არჩევანის გაკეთება რომ გაგიმარტივდეს, ამ ბლოგში კვირის 10 საუკეთესო შეთავაზება შეგიგროვეთ.
ნახე კვირის საუკეთესო შეთავაზებები ფასდაკლებით:
Lancaster რუჯის მისაღები გელი 20%-იანი ფასდაკლებით
1990-იან წლებში დაარსების წამიდან, ერთგული გუნდის მუდმივი მხარდაჭერით დამფუძნებლებმა შექმნეს გამორჩეული პარიზული ბრენდი, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი. შემქმნელები ამაყობენ იმ რწმენით, როგორი სულისკვეთებითაც Lancaster იქმნება.
Lancaster Sun Beauty Tan Deeper რუჯის მისაღები სხეულის გელის ფორმულა შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს, რომლებიც კანს სიმშრალისა და აქერცვლისგან იცავს. უზრუნველყოფს რუჯის ინტენსივობასა და სიძლიერეს, ასევე კანს ანიჭებს ბზინვარებას. ის საშუალებას გაძლევს მკაფიო რუჯი მიიღო, რომელიც ხანგრძლივად შეგინარჩუნდება კანზე. რუჯს უფრო ბზინავ და გლუვ, ელასტიკურ ელფერს ანიჭებს.
JaBaDaBaDo სათამაშო დრამი 20%-იანი ფასდაკლებით
თუ ბავშვების გახარება გინდა, ველიზე ექსკლუზიურად წარმოდგენილი ამ ბრენდის ნივთები, სწორედ შენთვისაა, რომელსაც JaBaDaBaDo წარმოადგენს.
JaBaDaBaDo-ს დრამი სხვადასხვა პატერნის ფერებშია გაფორმებული და ძალიან სახალისო გასართობია. ამის გარდა, ამ დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრასა და გართობას თითქმის ყველა შეძლებს. ის ძალიან მარტივი ინსტრუმენტია მელოდიების შესაქმნელად.
TOTAL საწვიმარი 16%-იანი ფასდაკლებით
მოღრუბლულ დღეებში საწვიმარი შეუცვლელი ნივთი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ აპირებ დრო ღია ცისქვეშ გაატარო. მუსიკალურ ფესტივალებს დაესწრო, ქალაქგარეთ გაისეირნო ან უბრალოდ გსურს ყველანაირი ექსტრემალური სიტუაციისთვის მზად იყო.
TOTAL-ის საწვიმარი კომფორტული დიზაინით გამოირჩევა და გარანტირებულად დაგიცავს წვიმისგან. ბრენდი ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან სპეციალურ ტანსაცმელს აწარმოებს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ენდობიან.
Philips-ის საპარსი 22%-იანი ფასდაკლებით
თუ გსურს რომ ზაფხულში შენი კანი მუდმივად მოვლილად გამოიყურებოდეს, ძლიერი და ეფექტური საპარსი გამოგადგება. გაუკეთე შენს თავს საჩუქარი.
Philips BRL140/00 საპარსი-ეპილატორი უმკლავდება როგორც სქელ და უხეშ, ასევე თხელ და ნაზ თმას. მოძრავი, ბასრი პირები, სუფთად და თანაბრად პარსავს არასასურველ თმას და კანს სისუფთავესა და სიგლუვეს ანიჭებს. საპარსს შეუძლია მოაშოროს თვალისთვის ძლივს შესამჩნევი, მცირე ზომის თმაც კი. პარსვის პროცესში არ აღიზიანებს კანს, არ იწვევს გამონაყარს და ტკივილს. ნაზად, სწრაფად და უმტკივნეულოდ აშორებს თმას.
Vichy დეოდორანტი 20%-იანი ფასდაკლებით
იმისთვის, რომ სიცხეში თავი კომფორტულად იგრძნო და არაფერმა შეგიშალოს ხელი იდეალურად გამოიყურებოდე, Vichy-ის დეოდორანტი დაგჭირდება.
Vichy-ის ბურთულიანი დეოდორანტი-ანტიპერსპირანტი წარმოდგენილია ლაქების საწინააღმდეგო მოქმედებით. აქვს 48 საათიანი დაცვა. მყისიერად შრება, არ ტოვებს კანზე წებოვან შეგრძნებას და ცხიმს, იცავს უსიამოვნო სუნისგან და სისუფთავისა და კომფორტის შეგრძნებას უზრუნველყოფს.
Koopman აბაზანის საკიდი 50%-იანი ფასდაკლებით
Koopman თანამედროვე დიზაინის მქონე აბაზანის საკიდს გთავაზობს. ეს ფოლადის საკიდი გამოსაყენებლად ძალიან გამძლე და მოსახერხებელია. ამავდროულად, იგი დაამშვენებს შენი აბაზანის ინტერიერს.
adidas, LEGO x RapidaZen Infant ბოტასი 20%-იანი ფასდაკლებით
მოედანზე და მის გარეთ სპორტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში. ის ყველა კულტურისა და საზოგადოების ცენტრალური ნაწილი გახდა და ამავდროულად ჯანმრთელობისა და ბედნიერების საფუძველიც არის.
გაახარე ბავშვები adidas-ისა და LEGO-ს კოლაბორაციით შექმნილი, ამ დახვეწილი, ნაზი ფერის ბოტასით. ასეთი საჩუქარი ნებისმიერი ბავშვისთვის დაუვიწყარი გახდება და ზაფხულის დღეების აქტიურად, მხიარულად გატარების საშუალებას მისცემს.
Aperol Aperitivo ლიქიორი 24%-იანი ფასდაკლებით
გემრიელი ლიქიორი მხიარულად დასვენებისა და გართობის განუყოფელი ნაწილია. Aperol Aperitivo-ს ფორთოხლის კანის არომატი აქვს ვანილის ნიუანსებით, ტკბილ-მწარე გემო ოდნავი მცენარეული სიმწარით.
მწიფე ფორთოხლისა და რევანდის იდეალურ ბალანსს ბოლოს ხის გემო ასრულებს. მას ტრადიციულ აპეტაიზერებთან ერთად მიირთმევენ, როგორებიცაა პატარა სენდვიჩები, ზეთისხილი, ყველი და სხვა.
სტაილერი Babyliss 6%-იანი ფასდაკლებით
თმის სტაილერი Babyliss AS773E ორმაგი იონიზაციის მეთოდით მუშაობს, რაც შენს თმას არნახულ სირბილეს და მოცულობას ანიჭებს. აქვს რბილი და ბრუნვადი პირი, რომლის მეშვეობითაც შეძლებ უსაფრთხოდ და მარტივად მისცე სასურველი ფორმა თმას.
სტაილერი არ იწვევს თმის გამოშრობას და ბუნებრივი ტენიანობის დონეს უნარჩუნებს, ანიჭებს ბზინვარებასა და ჯანმრთელ იერს. თმა ხდება უფრო დამყოლი, გლუვი და იძენს აბრეშუმისებრ ეფექტს.
NUXE მზის სერიის ნაკრები 10%-იანი ფასდაკლებით
Nuxe მზის სერიის ნაკრები SPF 30 არის მზისგან დამცავი ზეთი სახის და სხეულისთვის მაღალი დაცვის SPF30 150მლ + გამაგრილებელი მზის შემდგომი ლოსიონი სახისა და სხეულისთვის 100მლ.ზეთი გთავაზობს უჯრედულ დაცვას და უზრუნველყოფს ბრწყინვალე რუჯს, მისი თხელი ტექსტურა კვებავს კანს, არ ტოვებს წებოვან კვალს და წყალგამძლეა. ლოსიონი აღადგენს, ატენიანებს, კვებავს კანს და ახანგრძლივებს რუჯს 2 კვირის განმავლობაში. მისი ნაზი ტექსტურა უზრუნველყოფს მყისიერ კომფორტს და დამამშვიდებელ შეგრძნებას.
შეიძინე სასურველი ნივთები ზაფხულისთვის საუკეთესო შეთავაზებით ველიზე და მიიღე შეკვეთა იმავე დღეს, დროის სასურველ მონაკვეთში.