მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აღმოაჩინე პირველად“ – Gastronome-ის ბრენდი ახალ კამპანიას იწყებს

6331648bd1602
BM.GE
26.09.22 13:20
500
„აღმოაჩინე პირველად“ – Gastronome-ის ბრენდი ახალ კამპანიას იწყებს. ოდესღაც ყველაფერს პირველად ვაკეთებთ: პირველად ვხედავთ, პირველად გვიყვარს, პირველად ვსინჯავთ და პირველად აღმოვაჩენთ.

აღმოაჩინე პირველად გემოების დაუვიწყარი სამყარო Gastronome-ში.

კომპანია "გასტრონომი’’, რომელიც მომხმარებელს 2000-ზე მეტ უნიკალურ პრემიუმ ხარისხის პროდუქტს სთავაზობს, იწყებს ახალ კამპანიას - „აღმოაჩინე პირველად“.


"გასტრონომი ჯგუფი’’ დელიკატესების 7 მაღაზიასა და 3 განსხვავებული კონცეფციის რესტორანს აერთიანებს. ბრენდი ასოცირდება ხარისხთან, ექსკლუზიურ გემოებთან, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისთან და ახალ კულინარიულ აღმოჩენებთან.

Gastronome არის მსოფლიოში უნიკალური რითეილერი, რომლის სარეალიზაციო პროდუქციის 97% მარაგდება საკუთარი იმპორტით. კომპანია სამი წელია წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე.

თუ ხარ გურმანი "გასტრონომში" უამრავ პროდუქტს პირველად აღმოაჩენ და მიიღებ ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას. ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს 2000-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის პროდუქტს. Gastronome-ის მრავალფეროვან ასორტიმენტში იპოვი: მსოფლიოს საუკეთესო შატოების ღვინოებსა და შამპანურს, ძეხვისა და ყველის მრავალფეროვან სახეობებს, უმაღლესი ხარისხის ტკბილეულს და სხვას.

30 სექტემბერი გასტრონომის დაბადების დღეა, რასთან დაკავშირებითაც ყველა ფილიალში გელოდება ექსკლუზიური შეთავაზებები და აღმოჩენები. მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუმარს დახვდება სასიამოვნო გარემო, ფურშეტი, სასმელები და უპრეცედენტო ფასდაკლება — 30-ში -30% სრულ ასორტიმენტზე.


ვაჟა-ფშაველას ფილიალში კი გაიმართება მცირე ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოწვეული იქნებიან ერთგული მომხმარებლები. საღამოს გააფორმებს სასიამოვნო ცოცხალი მუსიკა და სავსე იქნება სხვადასხვა საჩუქრითა და სიურპრიზით.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები