მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისთვის" იაპონია $343 მილიონს გამოყოფს

5b8d23ea686cf
BM.GE
03.09.18 16:04
1831
საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი ნორიკო სუზუკი ხელს მოაწერენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად, JICA საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას.

ხელმოწერა შედგება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები