მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ენერგოეფექტური პროექტებისთვის ახალ გრანტებს მიიღებენ

5819faf94d1bb
BM.GE
02.11.16 18:40
1419
ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ენერგოეფექტური ღონისძიებების გასატარებლად საერთო ჯამში, 10 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ევროკავშირის ინიციატივის - "მერების შეთანხმების" ფარგლებში, ერევანში გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ეს თანხა გრანტის სახით ექვსი ქვეყნის ქალაქებზე განაწილდება. ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილეები თანხას მიიღებენ, მათ კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა და თავიანთ ქალაქებში ენერგომოხმარების დასაზოგად შესაბამისი პროექტები უნდა წარადგინონ. პროექტის ავტორებს ევროკავშირთან კოორდინაციაში ენერგოეფექტრობის ცენტრი დაეხმარება.

"თემატური არეალი არის ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგეტიკის პროექტები, კლიმატის ცვლილებასთან მუნიციპალური სტრუქტურების ადაპტაციის პროექტები. შეიძლება იყოს როგორც ინდივიაუალური, ანუ ერთი ქალაქის მიერ მომზადებული პროექტი, ასევე ქალაქების გაერთიანებაც“, - განაცხადა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, „მერების შეთანხების“ ექსპერტმა გიორგი აბულაშვილმა.

რაც პროექტების შერჩევის ვადებს, როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა მეთიუ ბუსკეტიმ კონფერენციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გრანტის მიმღებთა რაოდენობა მომავალი წლის დეკემბრამდე გაირკვევა.

"სამწუხაროდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ყველა ქალაქს ვერ მოვიცავთ. მათგან საუკეთესო პროექტები უნდა ავარჩიოთ და ენერგოეფექტურობისა და კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის მიმართულებით ყველაზე ინოვაციურ პროექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა ბუსკეტიმ.

"მერების შეთანხმების" ქალაქების მონაწილეობით კონფერენცია ერევანში, 26-27 ოქტომბერს გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები