აზიური ფაროსანას პოპულაციის ის მასშტაბები, რომელიც სოფლის მეურნეობას აზიანებს აღმოსავლეთ საქართველოში არ ფიქსირდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, სამინისტრო ინფორმაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში იღებს და ამ დროისთვის არც კახეთში და არც ქართლში მათი გავრცელება არ შეინიშნება.
„საშიშრობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე ვამბობ რომ აზიური ფაროსანას პოპულაციის ის მასშტაბი, რომელიც დამაზიანებელია სოფლის მეურნეობისთვის, აღმოსავლეთ საქართველოში არც ქართლში, არც კახეთში, არც ქვემო ქართლში არ დაფიქსირებულა. ერთეული პოპულაციები არის, თბილისშიც გვხვდება, თუმცა ეს იქნება ის რეჟიმი რომელთან ბრძოლა და ცხოვრება მოგვიწევს. მაგრამ ამ ეტაპზე მასიური შეწამვლის საჭიროება არ იგეგმება, მიტომ რომ ამის საჭიროება არ დგას.
ჩვენ მონიტორინგის რეჟიმში ინფორმაციას ყოველდღიურად ვიღებთ, თუკი სადმე სხვა კრიტიკული და ცხელი წერტილები შეიქმნება, სახელმწიფოს აქვს რესურსი და შესაბამისი რეზერვები რომ რეაგირება მონენტალურად მოვახერხოთ.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გიორგი ხანიშვილმა.