სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი კანონი ექნება. დღეს პარლამენტში „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატების მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი სიახლე გადამხდელთა სააგენტოს შექმნაა, რომელიც როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და კონტროლის ფუნქციას შეასრულებს. დღესვე საკანონმდებლო ორგანომ „საზღვაო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა, რომელიც საქართველოს ყველა ნავსადგურში სამთავრობო სერვისების გაციფრულებას ითვალისწინებს.