მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AGRI - რამდენად სიცოცხლისუნარიანია LNG -ტერმინალის პროექტი?

BM.GE
24.11.22 16:40
331
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ევროპის ფოკუსში კასპიის რეგიონის ნახშირწყაბადებია.გაცოცხლდა დიდი ხნის წინ დაანონსებული და მივიწყებული პროექტები. „რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს LNG ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის“, - ეს განცხადება 15 ნოემბერს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეი პრემიერ- ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და ცხადი გახდა, რომ პროექტი АGRI ანუ აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერ-კონექტორის განხორციელება დღის წესრიგში დაბრუნდა. AGRI, გულისხმობს კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზის მიწოდებას ევროპისთვის, ბუნებრივია საქართველოს გავლით, ისე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდებოდა აირის თხევად მდგომარეობაში გადაყვანა. ეს პროექტი ჯერ კიდევ 2010 წელს დაანონსდა. წელს კი, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა.


AGRI იყო ერთ-ერთი საკითხი რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის ვიზიტის დროსაც იმსჯელეს. თუმცა მანამდე ვიდრე ალიევი საქართველოს ეწვეოდა, ირკვევა, რომ აზერბაიჯანულმა სოკარმა და რომგაზმა გააფორმეს მემორანდუმი რომელშიც გამოხატეს განზრახვა „შეისწავლონ შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. 

რას ნიშნავს პროექტი AGRI -ის დღის წესრიგში დაბრუნება, რამდენად არსებობს პროექტის განხორციელების პოლიტიკური ნება და რა საგებლის მიღება შეუძლია ამით საქართველოს?

სტუმარი: არჩილ მამათელაშვილი - ენერგოსექტორის ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები