BMG-ისა და კომპანია „ნიადაგის“ კოლაბორაციით, ჩვენს ეთერში იწყება ახალი რუბრიკა - Agrifuture Georgia. პლატფორმა საერთაშორისო გამოცდილებასა და თანამედროვე მიდგომებს აერთიანებს, რათა ქართულმა აგროსექტორმა გლობალურ ბაზარზე ადგილი მყარად დაიმკვიდროს.
პროექტის ავტორია აგრო-საკონსულტაციო კომპანია „ნიადაგი“ - ევროპასა და აზიაში თრეიდინგისა და საქართველოში მოცვის ინდუსტრიის განვითარების პიონერი, რომელიც ამავდროულად, აგრო-ღირებულებათა ჯაჭვში მსოფლიოს გიგანტი ბრენდების წარმომადგენელია. რუბრიკას ბიზნეს-საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი პროფესიონალი, შოთა ცუკოშვილი გაუძღვება.
„ნიადაგის“ სოფლის მეურნეობის განვითარების პარტნიორი და მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი, თავისი მრავალწლიანი, ლოკალური თუ გლობალური გამოცდილების სინთეზით, დარგის გამოწვევებს მაყურებელს რეალურ, ბიზნესზე მორგებულ პრაქტიკაში დაანახვებს.
რუბრიკის ფარგლებში, პირველი ინტერვიუ, სექტორისთვის ისტორიულ მომენტს ეთმობა - საქართველოში ლურჯი მოცვის რთველი იწყება და ქვეყანა რეკორდული მოსავლისთვის ემზადება. გლობალურ ტენდენციებზე, post-harvest მიმართულების პროგრესსა და ჩვენს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზე შოთა ცუკოშვილს დარგის წამყვანი ფიგურები ესაუბრებიან: მსოფლიო მოცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი - მარიო სტეტა და საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი - თორნიკე ფანჯავიძე.
რუბრიკის ავტორი&წამყვანი: შოთა ცუკოშვილი - „ნიადაგის“ სოფლის მეურნეობის განვითარების პარტნიორი;
სტუმრები: მარიო სტეტა - მოცვის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე;
თორნიკე ფანჯავიძე - საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი


































