საქართველო ხორბლის კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერაა. სიტყვები „პური ჩვენი არსობისა“ მხოლოდ ლოცვა არ არის — ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, იდენტობისა და მიწასთან კავშირის გამოხატულებაა.
მიუხედავად ამ მდიდარი ტრადიციისა, დღევანდელი რეალობა და სტატისტიკა საფიქრალს გვიჩენს. საქსტატის მონაცემებით, ხორბალი საქართველოში ჰექტარზე საშუალოდ 2.6-2.8 ტონა მოსავალს იძლევა. ეს მაჩვენებელი წლებია არ შეცვლილა და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ პოტენციალს, სადაც თანამედროვე მიდგომებით ჰექტარზე 8-10 ტონა მოსავალი მოდის.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპანია აგროფორსი 3 წლის წინ აქტიურად ჩაერთო ხორბლის მოყვანის სფეროში. დღეს ჩვენი აგრონომები 20,000-მდე ჰექტარზე ზრუნავენ და ნერგავენ მიდგომას, რომელიც რადიკალურად ცვლის ტრადიციულ წესებს.
ხორბლის მოვლის თანამედროვე ტექნოლოგია
ჩვენი ფილოსოფიაა — ძლიერი იმუნიტეტი და დაბალანსებული კვება. კლიმატის ცვლილებების ფონზე (გვალვა, ყინვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება) მცენარის დაცვა და გაძლიერება გადამწყვეტია.
ამ მიზნით ვიყენებთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პრეპარატებს და თანამედროვე აგროტექნიკას:
- ბიო სტიმულატორები - მცენარეს ეხმარება სტრესის დაძლევაში და საკვები ნივთიერებების ათვისების გაუმჯობესებაში. ჩვენი ასორტიმენტიდან ხორბალზე განსაკუთრებით გამოიყენება ისეთი სტიმულატორები, როგორიცაა:
მეგაფოლი, ბასფოლიარ ავანტ ნატური, იქსტენდერ როუ ულტრა, ამინოსოლი
- სასუქები – მცენარის კვების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვთანამშრომლობთ გრანულირებული სასუქების ორ უმსხვილეს ევროპულ მწარმოებელთან - Compo expert და Teramile. მათგან 6 განსხვავებული სახეობის სასუქს ვთავაზობთ ფერმერებს, მათი ნიადაგური პირობებიდან გამომდინარე, რაც უზრუნველყოფს მცენარის სრულფასოვან კვებას და მაღალ მოსავლიანობას. ასევე, ჩვენს არსენალშია ფოთლოვანი კვების სასუქები გერმანული Lebosol-ის და იტალიური Valagro- სგან
ბრექსილ მიქსი, მაგფოსი, ვივირი, თუთია 700, კალიუმ 450
ფერმერებს ასევე ვაწვდით:
- ინსექტიციდი – მავნებლების წინააღმდეგ. ინსექტიციდების ხაზში აგრო ფორსს სიახლე აქვს ფერმერებისთვის: პოლონური ინსექტიციდი "აპისი", რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, აკონტროლონ მავნებლების ფართო სპექტრი.
- ფუნგიციდი – სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებით გამოსარჩევია იტალიური კომპანია Finchimica-ს ფუნგიციდი "მეტფინი", რომელსაც სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრზე მუშაობის უნარი აქვს და საქართველოს ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. სწორედ ამ და სხვა ფუნგიციდების კომბინაციით შეძლეს ფერმერებმა ჯანსაღი და დაავადებებისგან სუფთა მოსავლის მიღება.
- ჰერბიციდი –სარეველების წინააღმდეგ ბრძოლაში, წელს განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა "დეტოლი კლოდი"-იმ, რომელმაც ფერმერებს ერთ-ერთი ყველაზე საშიში სარეველას - შვრიუკის გაკონტროლებაში დაეხმარა.
გარდა ამისა, გვსურს გაცნობოთ, რომ შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება პოლონური ჰერბიციდი “ფუნდამენტუმი” სამი აქტიური ნივთიერებით, რომელიც სრულად გააკონტროლებს ფართოფოთლოვანი სარეველების სრულ სპექტრს.
სათესლე მასალა – წარმატების საფუძველი
საუკეთესო მოვლის სქემაც უძლურია, თუ საწყის ეტაპზე არასწორი თესლი ავირჩიეთ. ამიტომ ვთანამშრომლობთ ევროპის წამყვან სათესლე მწარმოებლებთან:
- SAATEN-UNION (გერმანია): ეს არის გერმანული კომპანიების გაერთიანება, რომელიც 50 წელზე მეტია, რაც ინოვაციური სელექციითა და უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალის წარმოებითაა დაკავებული. მათი ჯიშები ცნობილია მაღალი მოსავლიანობითა და დაავადებების მიმართ მდგრადობით.
- LIDEA (საფრანგეთი): ფრანგული კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში და ფერმერებს მრავალფეროვანი კულტურების, მათ შორის ხორბლის, მაღალპროდუქტიულ და მდგრად ჯიშებს სთავაზობს.
ჩვენი პარტნიორი ფერმერები აღწევენ რეკორდულ მოსავლიანობას, ზოგ შემთხვევაში ჰექტარზე 9 ტონამდე. სწორედ ამიტომ, "აგროფორსი" რეგულარულად ატარებს ფერმერთა დღეებს, სადაც ფერმერები ხედავენ შედეგს და იღებენ პრაქტიკულ რჩევებს ჩვენი აგრონომებისგან.
აგრო ფორსმა დღემდე ათობით ფერმერთა დღე მოაწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელსზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლო. როგორც აგრო ფორსის გენერალურმა მენეჯერმა სანდრო მონიავამ წნორში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა
„…იკვრება სრული ჯაჭვი, დაწყებული უმაღლესი ხარისხის თესლიდან, გაგრძელებული მკვებავებით და სტიმულატორებით, რაც ჩვენი გუნდის აზრით არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მათი ინტეგრირება მაქსიმალურად მოხდეს წამლობებში სადაც აგროფორსი თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ არის N1 საქართველოში . „
ფერმერი გიორგი ბაკაშვილი აღნიშნავს : „ ფერმერებთან და აგრო ფორსის გუნდთან ერთად დავათვალიერეთ ყანები და დიდი მოწონება დაიმსახურა ფერმერების მხრიდან აღნიშნულმა ჯიშებმა… მადლობა კომპანია აგრო ფორსს რომ მოგვცა შესაძლებლობა დაგვეთესა აღნიშნული ჯიშები „
კომპანია „აგრო ფორსი“ მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერებს სთავაზობს მომსახურების სრულ ჯაჭვს – დათესვიდან მოსავლის აღებამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის ან თანამშრომლობის დასაგეგმად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
📞 +995 599 30 02 05
📧 [email protected]
🌐 https://www.facebook.com/AgroForceGeorgia

























