მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აგრო ინდუსტრიულ ჯგუფის” პროექტები

BM.GE
07.05.21 12:32
1936
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული 10 მლნ ლარის ინვესტიციით მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. ფრანგული მეხორცული ჯიშის - სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა - Green Alliance-მა დააფუძნა. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციიდან 6 მლნ ლარი შეღავთიანი აკროკრედიტია.

სტუმარი: არჩილ გიორგაძე - აგრო ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელი და პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები