მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგრო მაღაზია "კარტლისი" იმერეთში ორ ახალ ფილიალს და საწყობს გახსნის - ინვესტიცია $1.5 მილიონია

კარტლისი

აგრო მაღაზია "კარტლისი" წელს ორი ახალი მაღაზიის და საწყობის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა რობერტ რევიამ BM.GE-სთან განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის გახსნა იმერეთშია დაგეგმილი, რაზეც დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაიხარჯება.

"სტაბილური წელი გვქონდა წინა წელიც, ეს წელიც. ახალი საწყობის და მაღაზიების გახსნას ვგეგმავთ ქვითირში და გეგუთში, იმერეთში. დაახლოებით მილიონ ნახევარი დოლარია ინვესტიცია. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების, ისეთი, რაც არის ევროკავშირში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში",- აღნიშნა რობერტ რევიამ.

მისივე თქმით, ასევე გაგრძელდება საქმიანობა საგანმანათლებლო მიმართულებით.

"ორი კვირის წინ ჩამოყვანილი გვყავდა ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ესპანეთიდან მოცვის დარგში და ჩვენს ფერმერებს გაუზიარა გამოცდილება. ასეთ ტრენინგებს ვატარებთ რეგულარულად და წელსაც დაგეგმილი გვაქვს, რომ ჩამოვიყვანთ კიდევ სპეციალისტებს სხვადასხვა დარგში.

ძალიან დიდ შრომას ვეწევით და დიდ თანხებს ვხარჯავთ განათლებაზე. ჩვენი კლიენტები არიან ძირითადად ის ხალხი, ვინც რაღაცას სწავლობს და ცდილობს, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ. ამის გარეშე განვითარება ამ დარგში ვერ იქნება და ჩვენ ეს პრიორიტეტად გვაქვს, 2017 წლიდან დავიწყეთ საგანმანათლებლო პროგრამები",- აცხადებს რობერტ რევია.

"კარტლისი" ქართულ ბაზარზე უკვე 26 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სარწყავ სისტემებს სთავაზობს. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 17 სერვის ცენტრი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები